17 თებერვალს წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში 17 თებერვალს წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან  წვიმა,  მაღალმთაში  თოვლი.  ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით  +1, +6°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების  ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +6,  +11°; მაღალმთაში ღამით -9, -4°,  დღისით +1, +6°.  

თბილისში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და 13° ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი