SJC: საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები გრძელდება; მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია

გამოქვეყნდა:

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება. 

ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს "ოცნების" გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იმ უწყებების ჩამონათვალს აქვეყნებს, საიდანაც საჯარო მოხელეები სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს.

  • იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
  • იუსტიციის სახლი;
  • დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
  • თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისა და იურიდიული საქალაქო სამსახურები;
  • თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
  • თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალგაზრდობის სააგენტო;
  • საქართველოს პარლამენტი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტი;

"უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია."

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი