"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და 11 თებერვალს, გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. ბიძინაშვილი მანქანით გადაადგილებისას პატრულმა გაჩერა, დაახლოებით 15- წუთიანი მსჯელობის შემდეგ კი საჯარიმო ქვითრით მასთან პატრულ-ინსპექტორი მივიდა და უთხრა, რომ 11 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზა გადაკეტა მაშინ, როცა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ იყო. პასუხად ბიძინაშვილმა მტკიცებულება მოითხოვა, თუმცა პოლიციელმა განუცხადა, რომ თუ არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი