"რამდენიმე საათში ხანძარი მიადგება ოკუპირებულ სოფელს, გადამწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე" | დავით ქაცარავა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს.

"ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.

ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.

თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს. გადანწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.

რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები?

არაფერს. ელოდებიან. არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება. კიდიათ რა." - წერს დავით ქაცარავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი