"მივმართავ მზია ამაღლობელის თანამოაზრეებს, დაარწმუნონ, რომ სრულად შეასრულოს რეკომენდაცია საკვების მიღებაზე, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი" | ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ექიმების სურვილია, მზია ამაღლობელი სრულად დაექვემდებაროს მათ რეკომენდაციებს, რაც საშუალებას მისცემთ აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი.

ჩხაიძი ამბობს, რომ ჟურნალისტის შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ეს რთული პროცესია და მოუწოდებს მის კოლეგებსა და თანამოაზრეებს, პაციენტი სრულად დაექვემდებაროს სამედიცინო რეკომენდაციებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი", - თქვა ჩხაიძემ IPN-თან საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი