ქუთაისში არსებული ხიდებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს.
“აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია”, “თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა”, “სამართალი ხალხს, დამხობა ოლიგარქიას”, – ამ შინაარსის ტრანსპარანტები თეთრი ხიდის, რუსთაველის ხიდის და წითელი ხიდის მოაჯირებიდან გადმოფინეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები აქტივისტები არიან.
ქუთაისში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ყოველდღიური აქციები 83 დღეა, მიმდინარეობს.