"ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს - გვჭირდება დაუყოვნებლივ სანქციების დაწესება და თავისუფალი არჩევნები" | უილსონი

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულად შეესაბამება აშშ-ის მოწინააღმდეგეებს. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

- წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს ტიტუშკები დახვდვენ აეროპორტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი