ოლიგარქის შსს-ს ცნობით, TV პირველის ოპერატორი ადმინისტრაციული წესით დააკავეს | ის ზაჰესის იზოლატორშია

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

უწყებაში ამბობენ, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობილია, რომ ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. 

შეგახსენებთ, რომ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გუშინ გაიტაცეს. მას აქციაზე ეჭირა პლაკატი წარწერით: "დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი