მოქალაზე ზვიად მარიამიძე წერს, რომ ოლიგარქის პოლიციამ გუშინ, მისი მეგობარი, სერგო მარიამიძე დააკავა.
მისივე ცნობით, დაკავება მაშინ მოხდა, როცა ისინი აქციიდან ბრუნდებოდნენ.
"აქციიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი მეგობარი, ათონელზე გაგვაჩერა პოლიციამ, 20-წუთიანი იდენტიფიცირების შემდეგ, მე გამომიშვეს და Sergo Mariamidze გადაიყვანეს. ზაჰესში გადაუყვანიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს (რომელსაც არ იცნობდა) ესაა მიზეზი", - წერს მარიამიძე.