
ოლიგარქის რეჟიმი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, მაისის თვეში დაიწყებს. შესაბამისი გაცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძის თქმით, პროექტის თანახმად, სრულად უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, განათების სისტემა, მიწისქვეშა ურნები და ა.შ.
"ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას. გზა არის ამორტიზირებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნები. ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის, გვინდა, სრულად დავამთავროთ", - აღნიშნა კალაძემ.