
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის კვების აღდგენის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
"დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს," - განაცხადა ჩხაიძემ IPN-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილი 18 თებერვალს შეწყვიტა, ის სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" რჩება.