სახალხო დამცველის აპარატი 123 ცალი სხვადასხვა სახის ტანსაცმლის საკიდის შესაძენად ტენდერს აცხადებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ტანსაცმლის საკიდების შესაძენად ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 590 ლარია. წინადადების მიღების პერიოდი კი 26-28 თებერვალი.

საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში უნდა მოხდეს.  შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა  კი სწორი ექსპლუატაციის პირობებში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვე უნდა იყოს.

დაფინანსების წყარო 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები იქნება.

ტანსაცმლის საკიდი უნდა იყოს 3 სახის:

55 ცალი საკიდი სადგამით, პირობებში ნათქვამია, რომ ფეხები უნდა ჰქონდეს იმგვარი კონსტრუქციის, რომ ტანსაცმლის მხოლოდ ერთ რომელიმე მხარეზე დაკიდების შემთხვევაში, საკიდი არ უნდა ბრუნდებოდეს. სასურველია ჰქონდეს განყოფილება ქოლგების ჩასადებად.

8 ცალი ტანსაცმლის გორგოლაჭიანი საკიდი. პირობა აქაც იგივეა, რომ არ უნდა ბრუნდებოდეს.

60 ცალი ტანსაცმლის საკიდარი ე.წ ვეშალკა ხის, ლითონის კაუჭით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი