Free Mzia Today | 200-ზე მეტი ჟურნალისტი, ორგანიზაციები, პრესისა და უფლებადამცველები, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 200-ზე მეტი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. კამპანიას - Free Mzia Today ცალკეული ჟურნალისტები, პრესის თავისუფლების დამცველები, უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები უერთდებიან. 

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოუხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ მზია ამაღლობელს, "ბათუმელებსა" და "ნეტგაზეთს",  მის კოლეგებს და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს." ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი