ნაცემი ქალი, რომელიც მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადის, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს | გამოძიება გრძელდება

გამოქვეყნდა:

სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, პალატაშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა ქალი, სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდსა და კიდურებზე ჰქონდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მასზე სასულიერო პირმა იძალადა და მიატოვა. 

პირმა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მიიყვანა, განაცხადა, რომ ის გზაზე იპოვა. 

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,  გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი