დიდთოვლობის გამო მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272." - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.