ქართველმა ემიგრანტებმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპარლამენტის წევრებს წერილით მიმართეს.
წერილში ემიგრანტები საქართველოში გაყალბებულ არჩევნებსა და "ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში გატარებულ რუსულ პოლიტიკაზე წერენ. ასევე აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე ევროპაში "ოცნების" აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე კომისიებში, კოორდინაციაში მოქმედებდნენ ქართველ ამომრჩეველზე დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის გზებით.
გთავაზობთ წერილს:
ძვირფასო საქართველოს მეგობრებო!
ჩვენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მოგმართავთ საქართველოში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო.
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და მისი "ქართული ოცნების" ათწლეულზე მეტი ხნის მმართველობამ ქვეყანა ჩაძირა კორუფციაში, კრიმინალში, სიღარიბეში და აბსოლუტურ უსამართლობაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს, ართმევენ კონსტიტუციურ უფლებებით მინიჭებულ დემოკრატიულ არჩევნებს. მშვიდობიან აქციებზე ასობით ჩვენს თანამემამულეზე განხორციელებული ფიზიკურ ზეწოლა სასტიკ ცემა, უკანონო პატიმრობა და მძიმე ჯარიმები. ათასობით საჯარო მოხელე დაითხოვეს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაბედეს თქმა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის ჩაშლის შესახებ. საქართველოში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა, ივანიშვილის რეჟიმი რუსული მანიპულაციების და დეზინფორმაციის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ანტიდასავლურმა და მტრულმა რიტორიკამ საქართველოს უძლიერესი ევროპული მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ქვეყანა დასავლეთისაკენ იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააგდო და საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნა.
ამ წერილით გვსურს აგრეთვე მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკას, კანადას და ა.შ. რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში თავშესაფარი მისცეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს და მათ მისცეს საშუალება ესარგებლათ ყველა დემოკრატიული სიკეთით. სამწუხაროდ აქვე ვალდებულად ვთვლით, რომ მოგახსენოთ "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე კომისიებში, ასევე დამოუკიდებელი წევრები საქართველოს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ ქართველ ამომრჩეველზე დაშინების, მოსყიდვისაცდა ზეწოლის გზებით. წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" მიერ გახსნილ ოფისებში ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ა.შ. ავრცელებდნენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის მხარდასაჭერ აგიტაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერებს, რომლებიც მის მოქალაქეებს ართმევენ ისტორიულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არ უნდა შესთავაზონ ადგილი დემოკრატიულ სამყაროში, რათა ისარგებლონ თავისუფლებით, სამართლიანობით, კეთილდღეობით და უსაფრთხოებით. მათ თანამემამულეებს კი არ ჰქონდეთ, კონსტიტუციური უფლებები და ევროინტეგრაციის პერსპექტივა.