"შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება - ეს "ოცნების" კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა" | სიმონიშვილი

გამოქვეყნდა:

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, ოლიგარქის "შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება - ეს "ოცნების" კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა".

იურისტი მოქალაქეებს მოუწოდებს ჩაბარებდან 10 დღის განმავლობაში ოქმი გაასაჩივრონ.

 

"ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ყველას გააგებინეთ! შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება. გზის გადაკეტვაზე ორი შემთხვევა ვნახე უკვე და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას მასობრივად მიმართავენ. არც ერთ შემთხვევაში არ მიუტანიათ ფოსტით ან პირადად, ისე გამოაქვეყნეს ოქმები, ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა. ოცნების კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება. რადგანაც არც კონსტიტუცია ადარდებთ და არც საკუთარი ფორმალური წესები, ამიტომ:

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

  • https://www.protocols.ge/ - ზე აქვეყნებს შსს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული.
  • თუ თქვენი ჯარიმაც იპოვეთ საიტზე, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გვეთვლება ოქმი ჩაბარებულად.
  • ჩაბარებიდან 10 დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ, ასე მის აღსრულებას და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას გააჩერებთ.
  • საჩივრის შაბლონისთვის შეგიძლიათ მომწეროთ", - წერს სიმონიშვილი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი