იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ოლიგარქის შსს-მ 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში - ჩემი 5000-ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად, არადა კარგად იციან ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში. 18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის "აღნიშვნა" არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა. არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას", - წერს იურისტი.