"მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ჯარიმაა" | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე, მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შევიდა, თითქმის ყველა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას ეხებოდა.

"ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი", - წერს ქურდოვანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი