ოლიგარქის პოლიციამ, რუსთაველის გამზირზე აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი დააკავა. მისი დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას, სავარაუდოდ, "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას" ედავებიან.
"თუ ვერ იგებ, დაკავებული ბრძანდებით" - ხალხო გვეღადავებით? არც შეურაცხყოფა მიუყენებია და სხვა ზედმეტ ქმედებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ჩემი მეგობარი უბრალოდ საუბრის გამო დააკავეს მარიამ მეყანწიშვილი. გამაგრდი, დავამარცხებთ ამ უსამართლო რეჟიმს", - წერს მოქალაქე ლიზა გაზდელიანი.