410 თაიგული და 50 ტიტა ოლიგარქის პრეზიდენტისთვის | ყაველაშვილის ე.წ ადმინისტრაცია ყვავილებში 64 300 ლარის დახარჯვას აპირებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ყვავილების თაიგულების, გვირგვინების, კომპოზიციების შესყიდვას გეგმავს და ამაში 1 წლის განმავლობაში 64 300 ლარის დახარჯვას აპირებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული  ტენდერის მიხედვით, განსაზღვრულ პერიოდში მიმწოდებელმა შემსყიდველს 410 თაიგული და 50 ყვავილი ტიტა უნდა მიაწოდოს. წინადადებების მიღების პერიოდი 3-5 მარტია.

თაიგულები სხვადასხვა სახისაა, მისართმევი თაიგულები , სარიტუალო გვირგვინები, სადღესასწაულო გვირგვინები, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ და ა.შ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი