საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში უამინდობის და დიდი თოვლის გამო, რამდენიმე რეისი უქმდება.
მათი ცნობით, ვერ შესრულდება შემდეგი რეისები:
"შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.