საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში უამინდობის და დიდი თოვლის გამო, კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
მათი ცნობით, ვერ შესრულდება შემდეგი რეისები:
- 23 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;
- 25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;
- 25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
- 25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
- 25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;
- 26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
- 26 თებერვალი - რიონი- ქუთაისი-რიონი.
მათივე თქმით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.