ფოთში უამინდობის გამო, ხვალ და ზეგ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო, ხოლო ხვალ სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება | ფოთის მერია

გამოქვეყნდა:

ფოთის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ხვალ და ზეგ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო, ხოლო ხვალ სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება.

მათი ცნობით, ქალაქში ამ დროისთვის 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზებისა და ტროტუარების გაწმენდა, იყრება ტექნიკური მარილი. 

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. 

მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ასევე, 24 თებერვალს  სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც. 
მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი