24 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 თებერვალს თბილისის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

  • საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გამრეკელის, ნუცუბიძის, გელოვანის, გოგიძის, ძოწენიძის, დადიანის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

  • ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, მშველიძის, უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, დავითიანის, კვაჭანტირაძის, ალუბლების, სულაქველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი