სოფო როინიშვილი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს:
"სამსახურიდან გამათავისუფლეს!
ცეცხლი ოლიგარქიას!
დამხობა რეჟიმს!" წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, პედაგოგი პროევროპული აქციების უწყვეტი მონაწილეა, რის გამოც ის ვარაუდობდა, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა.
პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ივანიშვილის მოსამართლემ ქუთაისელი პედაგოგი 1-ელ თებერვალს 5 000 ლარითაც დააჯარიმა.