მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ... ჩამკეტეს, გამხადეს, ანაბეჭდები ამიღეს; 6 საათი მკითხავდნენ რუსეთი ოკუპანტია თუ არა, აქციაზე ფულს რამდენს ვიღებ... | ქართველი მეზღვაური

გამოქვეყნდა:

ქართველი მეზღვაური  გიორგი ნაგერვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მურმანსკის პორტში ყოფნისას, გემზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლები ავიდნენ, რომლებმაც ის იძულებით დაკითხეს და 6 საათის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას.

რუსეთის სპეცსამსახურს ქართველი მეზღვაურთან კითხვები ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომზე, უკრაინაში რუსეთის ომზე და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

ქართველი მეზღვაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში. ამოვიდა გემზე ფეესბე, ქართველები ერთად შეგვკრიბეს,შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს, ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი, რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები, აქციის ვიდეოები, რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი და ეგეთები. აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა დავალაიკე.რო გამხსენებოდა კი წავშლიდი მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს ფეესბეს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ, სურათები მიღეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი : რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი პუტინ ხუილოს თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს,აქციაზე რო დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატო არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა, ჩემი ცოლი ვინაა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა. აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რო რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რო გაველახე. იწეოდნენ ჩემსკენ ნაგლურად დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო. ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა. მინდოდა რო იქედან გამოვსულიყავი თავი დამეღწია. შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე, ისეთი რაღაცეები დაწერეს რაც არ მიქნია. შენ 32 წლის ხარო და ეხლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რო აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტო რო შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რო საავადმყოფოში წაუყვანიათ. ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს. ეხლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან, დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა." წერს გიორგი ნაგერვაძე [სტილი დაცულია] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი