სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის პოლიცია შევიდა | ჩხრეკისას ამოიღეს კომპიუტერები და ტელეფონი

გამოქვეყნდა:

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის პოლიცია შევიდა. შსს-ს წარმომადგენლები ცნობილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ. რას ეძებენ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს კომპიუტერი, ლეპტოპი და ტელეფონი. 

„არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები და ლეპტოპები და კომპიუტერი. ვუკავშირებ იმას, რომ ვარ სულ აქციებზე“ - უთხრა ცნობილაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ცნობილაძე თბილისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. 

განახლება: ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაწყებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი