"საქართველოში მედიისთვის მართლაც საშინელი სიტუაციაა - მედიის ნაწილს პრობლემები აქვს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებული, იქნება ეს "მთავარი" თუ სხვები" | ლინდერმანი

გამოქვეყნდა:

"მედიასთან დაკავშირებით სიტუაცია საქართველოში არჩევნებამდეც რთული იყო. დედაქალაქის მიღმა, რეგიონებში ქართველების დიდი ნაწილი სწორედ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ტელეკომპანია “იმედს” უყურებს. დამოუკიდებელი მედიის ნაწილსაც პრობლემები აქვს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებული თუ სხვა პრობლემები. იქნება ეს “მთავარი” თუ სხვები. ამას დამატებული ის რეპრესიული კანონები, რომლებიც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიიღეს და ასევე ამერიკული დაფინანსების გაყინვა. საქართველოში მედიისთვის მართლაც საშინელი სიტუაციაა და ამ სფეროში ამ წუთას ბევრი ოპტიმიზმის იმედს ვერ ვხედავ. თუმცა, ქართველები ძალიან შემოქმედებითი ხალხია და ამის გამორიცხვა არ შეიძლება".

- განაცხადა "ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ლინდერმანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. ლინდერმანი ასევე "მაკკეინის ინსტიტუტის" პოსტსაარჩევნო მისიის ფარგლებში საქართველოში გაგზავნილი დელეგაციის წევრი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი