დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ BM.GE აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით წერს.
"დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯიამ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო," - აღნიშნავენ კომპანიაში.