"არსებობს რეალური შეკითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ - მათ სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი, პროტესტის შევიწროება" | ლინდერმანი

გამოქვეყნდა:

"თბილისში დეკემბერში ვიყავით დელეგაციის მისიით და ამ მისიამ ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი გამოავლინა, ბევრი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით, მაგრამ პირადად ვნახეთ. ხელისუფლებამ ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა, მხოლოდ ცესკოს [ცენტრალური საარჩევნო კომისია] წარმომადგენლები შეგვხვდნენ. მოვისმინეთ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის საგანგაშო მასშტაბისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ. ბევრი გავიგეთ პროტესტზე და ის პირადადაც ვნახეთ. გამუდმებული, ყოველდღიური პროტესტი, რაც ევროინტეგრაციის შეფერხებას მოჰყვა, ჩვენს გადაადგილებასაც კი ართულებდა. ბევრი რამ მოვისმინეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შემცირების კუთხითაც, ვესაუბრეთ ამერიკის ელჩს, ბევრ ევროპელ ელჩსაც. განვიხილეთ ის უფრო ღრმა პრობლემებიც, რაც საქართველოს დასავლეთის გზიდან გადახვევას და ავტორიტარიზმისკენ სვლას ეხება.

აქ არაფერია ისეთი, რაც კარგად გამოიყურება. პირველ ყოვლისა, ხედავთ პროტესტის მასშტაბს, მის სპონტანურ ხასიათს. ის არჩევნებზე მეტად, უშუალოდ ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხზე განცხადებამ გამოიწვია. რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისკენ სვლა ქართველებისთვის. არსებობს რეალური შეკითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ. ბევრმა ქვეყანამ დასავლეთში უარი თქვა მთავრობის ლეგიტიმურობის ცნობაზე. მეორე მხრივ, სრულად არ გაუწყვეტიათ ყველანაირი კავშირი Მასთან. პროტესტი კი გრძელდება დიდ და პატარა ქალაქებში. იქნება ეს რუსთავი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი თუ თბილისი. ეს აჩვენებს, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ის. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ასევე ძალიან ცხადი გახდა, ისაა, რამდენად არაა ეს პროტესტი დაკავშირებული ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებთან, რამდენად სპონტანურია და რამდენად პირდაპირ ხალხისგან და ახალგაზრდებისგანაა აღმოცენებული.

ვფიქრობ, ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხს, სადაც მთავრობას სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი, პროტესტის შევიწროვება, იქნება ეს ცემა თუ სხვა და შემდეგ ზოგ მომენტში ამ ზომების შემსუბუქება იმის სანახავად, ჩაცხრება თუ არა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, არსებობს პროტესტის ბირთვი... თუმცა არც ისე ცხადია, როგორ წარიმართება მოვლენები".

 

 

- განაცხადა "ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ლინდერმანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. ლინდერმანი ასევე "მაკკეინის ინსტიტუტის" პოსტსაარჩევნო მისიის ფარგლებში საქართველოში გაგზავნილი დელეგაციის წევრი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი