ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობითვე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე თავისუფალია.