მედიის მორიგი შეზღუდვა | ოლიგარქის პარლამენტმა ახალი ცვლილებები დააინიციირა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის "პარლამენტმა" შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

კანონპროექტის თანახმად, "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

"წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). აგრეთვე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. წინამდებარე კანონპროექტით ზუსტდება მაუწყებლების მიერ სოციალურ რეკლამაში პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების დაუშვებლობა", - წერია დოკუმენტში.
 

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, რატი იონათამიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გენრიეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, მამუკა მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი