"დამიკავშირდა გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი "მტკვარი ჰესის" საკითხზე. მიმდინარე საქმე იმდენად უპერსპექტივოა, რომ მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა" | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ხვალ "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება უნდა წაუყენონ.

მაჩიაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელმა ცოტა ხნის წინ მიაწოდა.

როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ოლიგარქმა მის წინააღმდეგ ახალი საქმე იმიტომ აღძრა, რომ მიმდინარე "ფულის მითვისების" საქმე "ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებშიც კი უპერსპექტივოა".

"ფული და ძალაუფლება ეს არის ორი რამ, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არის შეშლილი. აქამდე არ განმიცხადებია და მინდა, მაყურებელმაც იცოდეს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი მტკვარი ჰესის საკითხზე. ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივოა და იქ არაფერი საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ამ პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც კი ვერ გამოჩნდა, რომ მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა, მაგრამ მე როგორც ვთქვი, 2 კი არა, 10 საქმე რომ დაძრან ზემოდან, ჩემი პოზიცია არ შეიცვლება. მტკვრის საქმე კიდევ უფრო ბედკრულია - რა თქმა უნდა, იქაც არანაირი საბუთი არსებობს, უბრალოდ, სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. აქ უკვე ინვესტორი ივანიშვილია, მაგრამ ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას. რა თქმა უნდა, აქაც არანაირი ფაქტი არც არის და ვერც იქნება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი