ოლიგარქის პოლიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სახლში ისევ მიაკითხა და 5 000-ლარიანი ჯარიმის ოქმი მიუტანა.
ჯაფარიძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ რეჟიმის პოლიცია პოლიტიკოსის სახლში ღამის 11 საათზე მივიდა.
მანამდე, ჯაფარიძე წერდა, რომ ოლიგარქის პოლიცია მის სახლში დღისითაც იყო მისული, თუმცა მისი შვილები სახლში მარტო იყვნენ და კარი არ გააღეს.