ოზურგეთში, შუახნის კაცი მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა | "გურია TV"

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას "გურია TV" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

როგორც "გურია TV" წერს, ნგრევის შედეგად კაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

"მთავარი არხი" დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი