25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება. დღეს, უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეა.
16:00 - იფიცება საქართველო!
გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.
- მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!
- მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!
- მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!
- მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!
- მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!
- მივალთ საქართველოს სახელით!
მარშების განრიგი:
რეგიონები:
ახმეტა
17:00 - აქცია: 1921 აღარ იქნება! - მერია
გორი
17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 - დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი! - შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
18:00 - იუნკრების საფლავთან
19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში -მერიის წინ
ქუთაისი
18:00 - მიტროპოლიტი ნაზარის მარში - 26 მაისის #5
19:00 - კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ