ნიკა ნარსიამ უკვე 55 000-ის ჯარიმა "დააგროვა" | სამოქალაქო აქტივისტს რეჟიმის პოლიციამ დილიდან ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტ ნიკა ნარსიას რეჟიმის პოლიციამ დღეს დილით სახლში ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს. ნარსია უკვე მეთერთმეტედ დააჯარიმეს და მას გზის გადაკეტვას ედავებიან. 

"დილის "გამამხნევებელი"  ალყა 
აი დილით რომ იღვიძებ ქართველი,
მუშაობ პოლიციაში, შენი ხელფასი რომ ითვლება ქვეყანაში საშუალოზე მაღალი, ანუ 1500 ლარი და 10 000 ლარის ჯარიმა რომ მიგაქვს ოჯახში, ხომ ხარ ტერორისტი, კანიბალი ჩეკისტი? 
თან ამას რომ იღებ და უგზავნი უმფროსს, ის მის უმფროსს და ის მთლად იმას,ფუf
მე-11-ე საქმეა ანუ 55 000 ლარი უნდათ  ბიძინა ყოველდღე გეტკინა ყველაფერი სანამ მე შენ ეს არ გადაგიხადო 
დღეს რუსთაველზე
 სამშობლოსათვის 
25 თებერვალი მაინც განსაკუთრებულად "აღნიშნეს" ამ რუსებმა, ალბათ ასე "სანდომიანი" სახით ხვრეტდნენ 1921 წელს სამშობლოს სიყვარულისთვის 
გავიმარჯვებთ სახელოვნად " წერს ნარსია და ვიდეოს აქვეყნებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი