ხულოს, შუახევის და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის - 1,50 მეტრს

გამოქვეყნდა:

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა.

"ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია.
ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმია.
დეპარტამენტის ყველა სპეც. ტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.
მძღოლებს მოვუწოდებთ საჭიროების შემთხვევაში იმოძრაონ გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით." აცხადებს დეპარტამენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი