"თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ" | „ენერგო-პრო ჯორჯია“

გამოქვეყნდა:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები, რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ცნობით, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, თუმცა, ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

„გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ჯგუფები, რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ამ დროის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი