ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ხარაგაულში გაჩერდა. მგზავრები ადგილიდან "მთავარ არხს" უყვებიან, რომ პერსონალმა მათ განუცხადა, რომ ლიანდაგის ისრები გაყინულია, რის გამოც არ იციან, როდის აღდგება მოძრაობა.
"1-ელ საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი და ორი საათი დაიწყო და მატარებელში ვარ ხარაგაულში. ასე ამბობენ ისრებია გაყინული. წინიდან ბათუმის მატარებელია, გვერდიდან მდინარე, სად წავიდეთ, რა ვქნათ არ ვიცით. აქ გვითხრეს 28-მდე თოვლია მოსალოდნელიო და იმედია მომდევნო სამი დღის გატარება აქ არ მოგვიწევს",- გვიყვება მგზავრი.