კლიმატური პირობების გამო, "ლაჯანურის" ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა | მესტიაში ენერგოკრიზისია

გამოქვეყნდა:

მესტიაში 4 დღეა ელექტროენერგია არ აქვთ - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს ადგილობრივებმა მიაწოდეს: 

"მესტიაში შუქი არაა 4 დღეა, არადა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფრირაიდში, ბევრი ტურისტი და უცხოელი ათლეტია სვანეთში, სასტუმროები გათბობას ვერ რთავენ, შუქი მოდის 24 საათში 1-2 საათით და ისევ თიშავენ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯერ არც წასულა შესაბამისი ჯგუფი ხარვეზის აღმოსაფხვრელად" გვატყობინებს ერთ-ერთი მოქალაქე.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი: 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები მესამე დღეა ურთულეს კლიმატურ პირობებში ცდილობენ „ლაჯანურის“ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას.

ადგილზე მისასვლელად მუშაობს ორი ერთეული მძიმე ტექნიკა, მაღალი თოვლის საფარის გამო,  დაზიანების ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტი მარაგდება მხოლოდ "ჯვარის" ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც  ვერ უზრუნველყოფს სრულ მოხმარებას, აღნიშნული გარემოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება.

"ლაჯანურის" ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა რთული კლიმატური პირობების გამო და აღნიშნული არ უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს ან ელექტროენერგიის მაღალ მოხმარებას." აცხადებს მესტიის მერია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი