დიდთოვლობას ებრძვიან იმერეთშიც. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლმა პრობლემები შექმნა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
"მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის რეგიონში გარესამყაროს არის მოწყვეტილი 42 სოფელი, 29 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. იძულებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.
მოსახლეობა დახმარებას და ყურადღებას ითხოვს.