“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს. ქობულეთის მერიაში გამოცემას უთხრეს, რომ კაცი სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში ნახეს და ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
ინფორმაციისთვის: ქობულეთის სოფლებში გზები გაუწმენდავია, ასევე, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის გარეშეა. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ პრობლემებზე არავინ რეაგირებს.