ლანჩხუთის მერიის განცხადებით, ცხელი ხაზი აამოქმედეს

გამოქვეყნდა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხელი ხაზი აამოქმედა. რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს:

"უამინდობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.  ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა  მუშაობს აცანა- მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის,  შუხუთის, სუფსის მიმართულებით. 
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“  თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
პრემიერის ბრძანებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. 
ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:  599 111 437; 591 19 23 66; 599 058700" აცხადებს მერია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი