"თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა - ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს! მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე, როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ - მართლა ამორალურები ხართ! ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას!".
- განაცხადა კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.