"დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს. გვყავს მსხვერპლი! ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან! დღეს რა ხდება?! - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია! დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ! ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი რუსული ხელისუფლება!".
- წერს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ასევე ცნობილია, რომ შეიქმნა "ძლიერი საქართველოს" საგანგებო შტაბი, რომელიც იმუშავებს 24/7-ზე გურულების დასახმარებლად. ცხელი ხაზი: 551 787 777, 599 938 484, 577 503 009