ჯუმათში, დიდთოვლობის შედეგად სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც მცირეწლოვანი იმყოფებოდა | არსებული ინფორმაციით, ბავშვი გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში დიდთოვლობის შედეგად ერთ-ერთი სახლის სახურავი ჩაინგრა. სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ადგილამდე კი ტექნიკა ვერ აღწევდა. ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის" გავრცელდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბავშვის გამოყვანა ადგილობრივების დახმარებით ცოტა ხნის წინ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე მცირედი დაბეჟილობები აღენიშნება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი