აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სასწავლო პროცესი არც ხვალ განახლდება.
"სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით - 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.