მოქალაქე მარიამ ბილიხოძის ინფორმაციით, გურიაში, სოფელ მაღალ ჯუმათში, სტიქიის ადგილას, სახლში 2 ადამიანია ჩარჩენილი.
"...იქნებ მიაწვდინოთ შესაბამის სამსახურებს ხმა, ჩვენ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს გავხდით. გურია, სოფელი მაღალი ჯუმათი, მეწყერსაშიშ ზონაში სტიქიის ადგილას არის ჩვენი სახლი, სადაც ოჯახის წევრები არიან ჩარჩენილები, 2 ადამიანია, მოხუცი ბებია და მამიდა შუახნის.
მე-5 დღეა, რაც ყველაფერი შეწყდა, გაზი, წყალი, შუქი... ძველი ტელეფონით სარგებლობდნენ და ელემენტი აქამდე ყოფნიდათ, გუშინ საღამოს შემდეგ ვეღარ ვეკონტაქტებით. ბოლო საუბრის შემდეგ ვიცით რომ კარსაც ვეღარ აღებდნენ შეშის შემოსატანად, სოფელში არანაირი ტექნიკა არ შესულა ჯერ. 112-ში ვრეკავთ მთელი დღეა და გვეუბნებიან გადაცემულიაო, სხვა არაფერი, კონკრეტული ვერაფერი გავიგეთ."
- წერს მარიამ ბილიხოძე "მთავარი არხის" ციფრულ დეპარტამენტს.